7-კაცა | მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე ჩილეში
3 წლის წინ
რაგბი
3 წთ
„7-კაცაში დიდი პოტენციალი გვაქვს და ეს ირლანდიასთან თამაშმა დაგვანახა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთო უძლიერესი გუნდია და რომელთან გამარჯვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია და ბიჭებს გაუჩინა რწმენა, რომ მათაც შეუძლიათ შედეგის დადება. ჩილეს ტურნირისთვის ‘შავი ლომიდან’ დაგვემატნენ ნაკრების ბიჭები – მირიან მოდებაძე, ლაშა ლომიძე და ლუკა მატკავა. დანარჩენ ჯგუფს საკმარისი რაოდენობის ტურნირები დაუგროვდა და ჩილეში უკეთეს ფორმაში მივდივართ, ვიდრე მანამდე ვიყავით“. „7-კაცას ფიზიკური კონდიციებისთვის მთელი წელი ვარჯიშია საჭირო და შესაძლოა, ამ კუთხით ისინი უკეთ იყვნენ მომზადებული, თუმცა მეტოქეებს რაგბის ცოდნით უნდა ვაჯობოთ. ჩილეში პირველობისთვის ვიბრძოლებთ, რათა მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ. ის, რომ მსოფლიოს თვალთახედვის არეალში გამოვჩნდით უკვე კარგია, რადგან კარგად გამოსვლის შემთხვევაში, პირველი ადგილი რომ ვერც დავიკავოთ, რაღაც ეტაპებზე წვეულ გუნდად დაგვიძახებენ“.