"თვისებები საშუალებას აძლევს მეტი მომენტი შექმნას" - ვილიარეალის მწვრთნელი მიქაუტაძეზე საუბრობს
1 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ვილიარეალის მწვრთნელი, ინიგო პერესი საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას შეუძლია, უფრო მეტი მომენტის შექმნა და რეალიზება.
"გასულ წელს რაიოშიც ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ ვერ ვიყავით შედეგიანები. სტატისტიკა, მაგალითად, არ ასახავს მიქაუტაძის დარტყმას, რომელიც მცველმა ხაზიდან გამოიტანა. გრძელვადიან პერსპექტივაში ნიჭი გაიმარჯვებს, არ ვნერვიულობ. მაშინ ავნერვიულდებოდი, სტატისტიკას რომ არ ეჩვენებინა, რომ ვურტყამთ.
არ მინდა, რომ ის უბრალოდ მცველების უკან ბურთს ელოდოს. მისი თვისებები საშუალებას აძლევს, შექმნას ეპიზოდები, მიიზიდოს მოწინააღმდეგის დაცვა და გამოიყენოს პოზიციის შეცვლის უნარი. არ მინდა, რომ მოწინააღმდეგისთვის ასეთი ადვილად შესამჩნევი იყოს", - ამბობს ინიგო პერესი.
გასული დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიური გრანდი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატებას ცდილობს.
ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძემ შედეგიანად დაიწყო. ლა ლიგის საწყის ორ ტურში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.