Belive

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე ბერმუდის ნაკრებს შეხვდება

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ჩოგბურთელ მამაკაცთა ეროვნული ნაკრები დევისის თასის მატჩებისთვის მზადაა, მათი მეტოქე ბერმუდის ნაკრები იქნება.

შეხვედრები დევისის თასის მსოფლიო ჯგუფ II-ში გაიმართება, რომელიც 6-7 თებერვალს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ჩატარდება.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • საბა ფურცელაძე

  • ალექსანდრე ბაკში

  • ზურაბ ტყემალაძე

  • ალექსანდრე მეტრეველი

  • ალექსანდრე შვანგირაძე

გუნდის კაპიტანი კი დავით კვერნაძეა

დევისის თასზე, საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ჩოგბურთელებიდან, რეიტინგში მოწინავე პოზიციას საბა ფურცელაძე იკავებს (271), შემდეგ მოდის ალექსანდრე ბაკში (528), ზურაბ ტყემალაძე (1023), ალექსანდრე შვანგირაძე (2133) და ალექსანდრე მეტრეველი (ურეიტინგო).