Belive

საბერძნეთის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ქართველები განსჯიან

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საბერძნეთის სუპერ ლიგის სეზონის საჩემპიონო ჯგუფის დასკვნითი ტურის მატჩს ორ ისტორიულ გუნდს, პანათინაიკოსსა და პაოკს შორის ქართველ მსაჯთა გუნდი უხელმძღვანელებს.

17 მაისს, ათენში გასამართი 32-ე ტურის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება, ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია, VAR-ის მსაჯი ალეკო აფციაური, მისი თანაშემწე კი ბაკურ ნინუა.

მატჩზე უცხოელი მსაჯების დანიშვნა ბერძნებმა შეხვედრის პრინციპულობის გამო გადაწყიტეს. პანათინაიკოსი უკვე მეოთხე ადგილზეა გასული და კონფერენს ლიგის საგზური მოპოვებული აქვს, ხოლო პაოკს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი აქვს.