რასინგის მწვრთნელი: "გულიაშვილი განაცხადში შევიყვანეთ და სათამაშოდ მზადაა"
1 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სანტანდერის რასინგის მთავარი მწვრთნელი, ხოსე ალბერტო ლოპესი თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის შესახებ საუბრობს. ასტურიული გუნდის თავკაცის თქმით, გულიაშვილი მოედანს შესაძლოა უახლოეს მატჩში დაუბრუნდეს.
"დიახ, გიორგი გულიაშვილი გასულ კვირას 24-კაციან შემადგენლობაში შევიყვანეთ, რათა გუნდის დინამიკას შეჩვეოდა, ემოგზაურა და სიტუაცია შეეგრძნო.
მას ჯერ კიდევ მეტი დრო სჭირდებოდა იმისთვის, რომ მოედანზე დაბრუნებულიყო. ელჩესთან შეხვედრაში მას უკვე თამაშის რეალური შესაძლებლობა ექნება", - ამბობს ხოსე ანტონიო ლოპესი.
გიორგი გულიაშვილმა ტრავმა ლა ლიგა 2-ის გასული სეზონის მიწურულს მიიღო, ახლა კი ესპანური ფეხბურთის ელიტაში დებიუტისთვის ემზადება.
სანტანდერის რასინგი ელჩეს 28 აგვისტოს საშინაო კედლებში უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.