ოფიციალურად: ლევან კორღალიძე გორის დილას მთავარი მწვრთნელია
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასის მოქმედმა გამარჯვებულმა, გორის დილამ, ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა.
იტალიელი დიეგო ლონგოს გათავისუფლების შემდეგ, შიდაქართლური გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე გახდა.
46 წლის სპეციალისტი, კარიერის განმავლობაში თბილისის ლოკომოტივში, ყაზახურ ჟენისსა და სამი ვადით იბერია 199-ში მუშაობდა, რომელიც 2024 წელს საქართველოს ჩემპიონი გახადა და 30-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ჰქონდა, რითაც ეროვნული ლიგის არსებობის ისტორიაში (2017 წლიდან, 10-გუნდიანი ფორმატით) რეკორდი დაამყარა.
გორის დილა, რომელიც შარშანდელი სეზონის მეორეადგილოსანია, ეროვნულ ლიგაში 12 ტურის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს.