ოფიციალურად: გიზი მამაგეიშვილი გრაცის შტურმის ფეხბურთელია
ავსტრიის გასული ორი სეზონის ჩემპიონმა გუნდმა, გრაცის შტურმმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, გიზი მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება შტურმის ოჯახში, გიზი", - წერს ავსტრიული გუნდი სოციალურ ქსელში.
გასული წლების განმავლობაში, გრაცის შტურმმა ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტატუსი მოიპოვა და ზედიზედ ორჯერ თასის, მიჯრით ორჯერ კი ჩემპიონატის მოგება მოახერხა. შარშანდელ სეზონში, გრაცის შტურმმა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი ევროპა ლიგაზე გამოდის.
გიზი მამაგეიშვილი იბერია 1999-ს აღზრდილია და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. თბილისურ გუნდთან ერთად მან გასულ ორ სეზონში ეროვნული ლიგა მოიგო, 2024 წელს კი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულიც გახდა. 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, გიზი მამაგეიშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.