ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა.
თავდაპირველად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილსა და ლუკა ჯავახიშვილს უნდა ეასპარეზათ, თუმცა, ლაშამ სწორედ ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა.
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
-60 კგ - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია.
-66 კგ - თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე.
-73 კგ - მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
-81 კგ - ირაკლი ბეროშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე.
-90 კგ - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი.
-100 კგ - ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი.
+100 კგ - გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა.
ლაშა ბექაურმა ბოლოს გასული წლის ნოემბერში, აბუ დაბის გრანდ სლემზე იასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვებაც შეძლო.
ტაშკენტის გრანდ სლემი 27 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება, მანამდე კი, 7-8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემი გაიმართება.