იური სიომინი: "ბევრი ფიქრი არაა საჭირო, ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს"
2 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ოქროს ბურთის 2026 წლის დაჯილდოების მთავარი ფავორიტი დაასახელა და საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხეალიას დიდებულ სეზონზე ყურადღება გაამახვილა.
"ბევრი ფიქრი არ სჭირდება, თუ ვის უნდა გადაეცეს 2026 წლის ოქროს ბურთი. უბრალოდ უნდა მივცეთ ხვიჩას და სულ ესაა. მან დაიმსახურა ეს ჯილდო.
რა თქმა უნდა, არიან სხვა ღირსეული კანდიდატებიც, მაგრამ თუ საკლუბო ფეხბურთზე ვისაუბრებთ, 2026 წელს ხვიჩა ძალიან კარგად თამაშობს. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი? რა თქმა უნდა, აქ მის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორი მუშაობს", - ამბობს იური სიომინი.
ოქროს ბურთის 2026 წლის დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.