გუნდთან ერთად ივარჯიშა | გიორგი გულიაშვილს განაცხადში ელოდებიან
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა ტრავმის, ოპერაციისა და აღდგენითი პერიოდის შემდეგ გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა და სავარაუდოდ, უახლოეს მატჩებში მოედანზე დაბრუნდება.
24 წლის ქართველმა ფორვარდმა სანტანდერის რასინგის ვარჯიშში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა და ესპანური პოპულარული საფეხბურთო მედია საშუალებების ინფორმაციით, ელჩესთან გასამართ შეხვედრაში ასტურიელთა განაცხადში უნდა მოხვდეს.
გიორგი გულიაშვილმა ტრავმა ლა ლიგა 2-ის გასული სეზონის მიწურულს მიიღო, ახლა კი ესპანური ფეხბურთის ელიტაში დებიუტისთვის ემზადება.
ლა ლიგის ახალ სეზონში 5 გუნდში ქართველი ფეხბურთელი ირიცხება:
სევილია: გიორგი ქოჩორაშვილი
ვილიარეალი: გიორგი მიქაუტაძე
რაიო ვალეკანო: გიორგი წიტაიშვილი
ხეტაფე: საბა საზონოვი
სანტანდერის რასინგი: გიორგი გულიაშვილი