გიზი მამაგეიშვილი კარიერას გრაცის შტურმში გააგრძელებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი და იბერია 1999-ს კაპიტანი, გიზო მამაგეიშვილი კარიერას გრაცის შტურმში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს და წერს, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ავსტრიაში უკვე ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოთარ კიტეიშვილის გუნდთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასული წლების განმავლობაში, გრაცის შტურმმა ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტატუსი მოიპოვა და ზედიზედ ორჯერ თასის, მიჯრით ორჯერ კი ჩემპიონატის მოგება მოახერხა. შარშანდელ სეზონში, გრაცის შტურმმა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი ევროპა ლიგაზე გამოდის.
გიზი მამაგეიშვილი იბერია 1999-ს აღზრდილია და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. თბილისურ გუნდთან ერთად მან გასულ ორ სეზონში ეროვნული ლიგა მოიგო, 2024 წელს კი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულიც გახდა. 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, გიზი მამაგეიშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.