გიორგი გულიაშვილი რასინგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი სანტანდერის რასინგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი კანტაბრიული გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.
გიორგი გულიაშვილმა აპრილის თვეში ლა ლიგა 2-ში "მწვანეების" შემადგენლობაში ხუთ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.
სანტანდერის რასინგმა 40 ტურის შემდეგ 78 ქულის მოპოვება შეძლო და ლა ლიგის საგზური 2012 წლის შემდეგ სადებიუტოდ მოიპოვა.
გიორგი გულიაშვილს რასინგის შემადგენლობაში ამ სეზონში 18 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.
🌟 Guliashvili es el #JugadorCincoEstrellas del Racing en el mes de abril
— Real Racing Club (@realracingclub) May 21, 2026
Sus cuatro goles bien valen un reconocimiento a su gran trabajo en 2026
👏🏼 ¡Enhorabuena, Guli! https://t.co/IbQxHJ6aOg pic.twitter.com/Iflr2CK8vx