Belive

გეორგე ჰაჯი: "საქართველოსთან მატჩში განსხვავებულ შემადგენლობას ვათამაშებთ"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რუმინული ფეხბურთის ლეგენდამ, გეორგე ჰაჯიმ, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

გეორგე ჰაჯიმ ნაკრებში 33 ფეხბურთელის გამოძახება გადაწყვიტა და თქვა, რომ ივნისის მატჩებში შემადგენლობას გადაახალისებს.

"ნაკრებში 33 ფეხბურთელი გამოვიძახეთ. ზოგიერთი მათგანი საწყის მატჩში, საქართველოსთან ითამაშებს, ხოლო უელსთან მომდევნო შეხვედრაში მოედანზე სხვა გუნდი გავა. ორ სხვადასხვა შემადგენლობას გამოვიყენებთ, რადგან ჩვენს ფეხბურთელებს ხანგრლივი სეზონი აქვთ. ვათამაშებთ ორ გუნდს, რომლებიც დასვენებულები და ენერგიით სავსენი იქნებიან.

ეროვნულ ნაკრებში სათადარიგო მოთამაშეები არ არსებობენ. ისინი, ყველანი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან", - ამბობს გეორგე ჰაჯი.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან საშინაო შეხვედრა 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართოს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები