ეთერი და ხვიჩა - საუკეთესოები ჟურნალისტების ვერსიით
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დღეს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე, სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს.
გამოკითხვაში მონაწილეობა ასამდე ჟურნალისტმა მიიღო. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
„საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი“ - ხვიჩა კვარაცხელია
„საუკეთესო სპორტსმენი ქალი“ - ეთერ ლიპარტელიანი
„საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი“ - გიორგი ქალდანი
„საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი“ - ნინა თიბილაშვილი
„საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი“ - ვახტანგ ლოლუა
„საუკეთესო გუნდი“ - ძიუდოს ნაკრები
„საუკეთესო მწვრთნელი“ - ლაშა გუჯეჯიანი
წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა 1964 წლიდან იმართება.