ბუდუ ბრუნდება: ზივზივაძე გოჩოლეიშვილის გუნდთან სათამაშოდ მზადაა
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ჰაიდენჰაიმის მთავარი მწვრთნელი, გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციის დროს მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის მოედანზე დაბრუნების შესახებ საუბრობს.
"გასულ ვარჯიშებზე ბევრი ფეხბურთელი შემოგვიერთდა. ბუდუ ზივზივაძე ბრუნდება და შიდა კონკურენციაც გაიზრდება", - ამბობს ფრანკ შმიდტი.
ბუდუ ზივზივაძეს ტრავმის გამო 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, ამ სეზონში კი გერმანიის ბუნდესლიგაში 1 გოლი აქვს გატანილი (ფრანკფურტის აინტრახტის კარში).
ჰაიდენჰაიმი 20 ტურის შემდეგ დაგროვებული 13 ქულით ბუნდესლიგაში მე-18 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელების დუელი 7 თებერვალს ვოიტ არენაზე უნდა გაიმართოს.