Belive

ვოლკანოვსკიმ ლოპესი ისევ დაამარცხა და ჩემპიონობა შეინარჩუნა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დომინირება მსუბუქ წონაში - სიდნეიში UFC 325-ზე გამართულ რემატჩში, მან დიეგო ლოპესს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და ქამარი დაიტოვა.

37 წლის ჩემპიონმა, ამ დივიზიონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, როგორც მსუბუქი წონის ჩემპიონმა და მერვე გამარჯვება ზოგადად ტიტულისთვის ბრძოლაში - კონტროლირებადი და ავტორიტეტული სტილით, რომელიც ზუსტად იმეორებდა გასულ წელს მაიამიში ლოპესთან მის ტრიუმფს.

31 წლის ლოპესმა ვერ შეძლო ვოლკანოვსკის დაცვის გარღვევა, ავსტრალიელი კი შესანიშნავად ახერხებდა დისტანციის შენარჩუნებას და ბასრი კონტრშეტევებით დარტყმას.

ეს ჩემთვის აღარასდროს იქნება მარტივი. კემპინგის დროს ბევრი რამ მოხდა და ჩვენ ყველაფერს გავართვით თავი.

როგორია ასეთ ახალგაზრდა, მშიერ ბიჭთან ჩხუბი? მე მინდოდა მისი ძლიერ დარტყმაზე დაჭერა, თუმცა ის ძალიან მაგარია, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვისურვებდი მის წინააღმდეგ ოქტაგონში 25 წუთის გატარებას, მაგრამ საქმე ბოლომდე გავაკეთე და ყველაფერი კარგადაა. - განაცხადა ალექსანდრ ვოკლანოვსკიმ

სხვა სტატიები