შესაძლოა ილია თოფურიამ UFC 323-ზე იჩხუბოს
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
ესპანელი ჟურნალისტის ალვარო კოლმენეროს თქმით, ილიამ შესაძლოა UFC 323-ზე იბრძოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ოფიციალური არაა, კოლმენერო საკმაოდ სანდო წყაროა. ესპანეთში მოღვაწე მებრძოლებთან დაკავშირებით ის მუდამ სანდო ინფორმაციას იძლევა. UFC 323 6 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ილიას მომავალი მეტოქის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, დიდი ალბათობით ეს ჯასტინ გეიჯი იქნება. ამის მიზეზი "მატადორის" მენეჯერის პოსტია, რომელიც მოგვიანებით წაშალა.