Belive

ოფიციალურად: კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება

3 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება. ირლანდიელი მებრძოლი UFC 329-ის მთავარ ღონისძიებაზე მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. ბრძოლა 12 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორისთვის აღნიშნული ბრძოლა 2021 წლის შემდეგ პირველი იქნება, ბოლოს ის დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და დამარცხდა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მაქს ჰოლოუეისთან შეხვედრა 5-რაუნდიანი იქნება.

აქამდე კონორ მაკგრეგორი და მაქს ჰოლოუეი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, ეს 2013 წელს მოხდა და გამარჯვება ირლანდიელს დარჩა, კონორმა მაშინ UFC Fight Night 26-ზე 3-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.