Belive

"მსოფლიოს შოკში ჩაგდება და ყველას გაოცება შემიძლია" - პრატესი მახაჩევთან ჩხუბზე

1 საათის წინ სხვა
1 წთ

კარლოს პრატესმა მახაჩევთან ბრძოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას მახაჩევის დამარცხება შეუძლია. ამ დაპირისპირებაში ფავორიტი რა თქმა უნდა ჩემპიონი იქნება, თუმცა, პრატესს სჯერა, რომ მსოფლიო გაოცება შეუძლია.

მასთან ჩხუბი მართლა მინდა, რადგან მსურს საკუთარ თავი გამოვცადო. ვფიქრობ, მოგება, მსოფლიოს შოკში ჩაგდება და ყველას გაოცება შემიძლია. ისლამთან პრატესის იმაზე კარგ ვერსიას ნახავთ, ვიდრე ეს ჯეკ დელასთან იყო. არ ვფიქრობ, რომ მის ფორმას რამე დააკლდა. ჩემი აზრით, ისლამი ახლა პიკშია. - ამბობს კარლო პრატესი

ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ტიტული იან გარის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა. დაღესტნელს ირლანდიელთან ძალიან მძიმე ბრძოლის გატანა მოუწია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული ბოლო რაუნდმა გადაწყვიტა.

რაც შეეხება პრატესს, მან ბოლო ბრძოლა ჯეკ დელა მადალენასთან გამართა. ბრაზილიელმა ყოფილი ჩემპიონი ძალიან მარტივად, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები