Belive

ლუსი ტუხაშვილი მორიგი საერთაშორისო ტურნირის ოქროსმედალოსანია

15 საათის წინ სხვა
1 წთ

გერმანიის ქალაქ კორბში საერთაშორისო ტურნირი - "Lady Lions Wrestling RegioCup" მიმდინარეობს, სადაც საქართველოს სახელით, დები - ლუსი და ვიკა ტუხაშვილი, ასევე მაია და ლიზი შავაძე ასპარეზობენ!

გოგონებმა ქვეყნის ღირსება მორიგ საერთაშორისო ტურნირზე დაიცვეს, სადაც 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ლუსი ტუხაშვილმა ყველა მეტოქე დაამარცხა და მორიგი საერთაშორისო პირველობის გამარჯვებული გახდა. მაია და ლიზი შავაძეები ასევე ოქროსმედალოსნები გახდნენ, ხოლო ვიკა ტუხაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ლუსი და ვიკა ტუხაშვილები 2 თვის წინ, გერმანიის ქალაქ ლადენბურგში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეც მონაწილეობდნენ, სადაც ლუსიმ ოქროს მედალი მოიგო, ვიკამ კი ფინალური ბრძოლა დათმო და ვერცხლისმედალოსანი გახდა.

ლადენბურგში 10 წლის ლუსიმ ყველა დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ქულა არ დაუკარგავს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუსი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებს იგებს, რაც პატარა მოჭიდავისა და მისი მთავარი მწვრთნელის, ჯონი ქვრივიშვილის უდიდესი შრომის შედეგია.

ფოტო: ტარიელ ქვრივიშვილი