Belive

ლოზანას გრანდ სლემი 2026 | ქართველების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები ცნობილია

3 საათის წინ სხვა
5 წთ

ძიუდოს სამყარო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინშია - ლოზანას გრანდ სლემი (28-30 აგვისტო) ისტორიაში პირველად ტარდება, რაც ამ ტურნირს განსაკუთრებულ სტატუსსა და ინტრიგას სძენს.

გარდა ისტორიული დებიუტისა, შეჯიბრებას უდიდესი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების უმნიშვნელოვანესი სალიცენზიო ქულებისთვის იბრძოლებენ. ლოზანაში წარმატებული ასპარეზობა თითოეული ძიუდოისტისთვის ოლიმპიურ საგზურთან დაახლოების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

ტურნირში მონაწილეობას 78 ქვეყნის 516 სპორტსმენი, მათ შორის 308 კაცი და 208 ქალი ძიუდოისტი მიიღებს.

რამდენიმე წუთის წინ გაიმართა წილისყრა, რის შემდეგაც გაირკვა ქართველი ძიუდოისტების საშეჯიბრო ბადეები და შესაბამისად, სავარაუდო მეტოქეები.

66 კგ

66 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას: ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე გიგაური დაიცავენ.

თორნიკე გიგაური ასპარეზობას A ბადეში პირველივე წრიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, მონტენეგროელი - იუსუფ ნურკოვიჩი იქნება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, თორნიკეს გზა, ფინელ - ლუკას საჰაზე გადის.

C ბადეში იასპარეზებს ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ასევე განუთესავი იქნება და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი - მატან კოკოლაიევი იქნება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, მარგველაშვილი, სამხრეთ კორეელ - ჩანიონგ კიმს შეხვდება.

73 კგ

73 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ: მიხეილ ბახბახაშვილი და გიორგი ლოლაძე იბრძოლებენ.

A ბადეში განუთესავი იქნება გიორგი ლოლაძე, რომელიც პირველ ეტაპზე, რუმინელ - იოან ჯიტაკს დაუპირისპირდება.

C ბადეში დაიწყებს პირველივე რაუნდიდან მიხეილ ბახბახაშვილი, რომელიც დანიელ - მორგან ერბოის შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, მეორე რაუნდში, ბრაზილიელ - დანიელ კარნინს დაუპირისპირდება.

81 კგ

81 კგ-ში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ზაურ დვალაშვილი.

A ბადეშია განთესილი ზაურ დვალაშვილი, რომელიც მეორე რაუნდიდან ჩაერთვება საქმეში და მის მეტოქეს დაელოდება, რომელიც ტაჯიკურ-იტალიურ დაპირისპირებაში გაირკვევა.

90 კგ

90 კგ-ში ბედს ახალგაზრდები - ლუკა ჯავახიშვილი და აკაკი ჯაფარიძე ცდიან.

A ბადეში დაიწყებს ასპარეზობას აკაკი ჯაფარიძე, რომელიც პირველივე რაუნდში აზერბაიჯანელ - ვუგარ თალიბოვს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, მეორე რაუნდში, უზბეკ - ნურბეკ ბურტოზოევს დაუპირისპირდება.

რაც შეება ლუკა ჯავახიშვილს, ლუკა D ბადეშია განუთესავი, სადაც მისი მეტოქე, ბაჰრეინელი - ისრაპილ საგაიპოვი იქნება, მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში კი, ავსტრიელ - ტომას შარფეტერს დაუპირისპირდება.

100 კგ

100 კგ-ში უძლიერესი წარმომადგენელი, ნაკრების პირველი ნომერი - ილია სულამანიძე იჭიდავებს.

100 კგ-ში შეჯიბრის მთავარი ლიდერი - ილია სულამანიძეა, რომელიც C ბადეში განთესილია და მისი მეტოქე, ნიდერლანდელ - მაიკლ კორელსა და ჯატიკ - სომონი კიშვაროვს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ

მძიმე წონაში ნაკრების კაპიტანი - გურამ თუშიშვილი დაიცავს ჩვენს ღირსებას.

მძიმე წონაში იასპარეზებს ჩვენი კაპიტანი, რომელიც A ბადეში განუთესავი იქნება და ასპარეზობას ადნან ხანანთან დაიწყებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, მეორე რაუნდში, სერბ - ვიდაკ მალიევიჩს დაუპირისპირდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუშიშვილს ბადეში, უძლიერესი რუსი - ინალ ტასოევი ჰყავს, რომელსაც 1/4-ფინალში გადაეკვეთება.

57 კგ

57 კგ წონითი კატეგორიაც გაორებული გვაქვს - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე.

A ბადეში იქნება განთესილი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც მეორე რაუნდიდან ჩაერთვება საქმეში და იგი, თურქმენ -მაისა პარდაიევას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, ნინო D ბადეში მეორე რაუნდშივე დაუპირისპირდება იაპონელ - აიამი ტაკანოს.

70 კგ

70 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ - ნინო გულბანი იჭიდავებს.

C ბადეში იქნება განთესილი ნინო გულბანი, რომელიც მეორე რაუნდში, პორტუგალიელ - ტაის პინას დაუპირისპირდება.

+78 კგ

ქალთა მძიმე წონაში ტრადიციული წარმომადგენელი გვეყოლება - სოფიო სომხიშვილი.

მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს, რომელიც ასპარეზობაში პირველივე რაუნდიდან ჩაერთვება და უკრაინელ - ხრისტინა ჰომანს შეხვდება. მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში კი, სოფიო სომხიშვილის მეტოქე, ვენესუელელი - კარენ ლეონი იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.