Belive

ჯეიკ პოლის საცოლემ ოლიმპიური ოქრო მოიგო

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ნიდერლანდელმა ქალმა მოციგურავემ, იუტა ლირდამმა, გაამართლა მაღალი მოლოდინები და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, 1000 მეტრ დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა (ციგურებით რბენაში).

ლირდამმა, რომელიც მოკრივე ჯეიკ პოლის საცოლეა, ოლიმპიური რეკორდი (1:12.31) დაამყარა. მან მოხსნა ნიდერლანდელი თანაგუნდელის, ფემკე კოკის რეკორდი, რომელიც მისი ყინულზე გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე დამყარდა.

27 წლის მოციგურავე ვარსკვლავი სიხარულის ცრემლებს ღვრიდა, როდესაც ტრასაზე სრიალებდა და ტრიბუნაზე მსხდომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხელს უქნევდა. ჯეიკ პოლი საცოლის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავდა წარმატებას. ეს ლირდამის პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი და საერთო ჯამში მეორე ოლიმპიური მედალია.

სხვა სტატიები