Belive

"ისლამის ვერცერთ ჩხუბზე აღფრთოვანებული ვეღარ იქნები" - ჩელ სონენი მახაჩევზე

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ჩელ სონენის თქმით, ისლამ მახაჩევმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებათ. ამერიკელს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ისლამის ყველა ბრძოლის შედეგი უკვე წინასწარვე ცხადი იქნება.

ჩემი აზრით, ისლამისთვის სპორტი ამაღელვებელი აღარ არის. ის დიდებულია. დიდებულების ისეთ დონეს მიაღწია, რომ რთული წარმოსადგენია ვინმე მას გაუმკლავდეს. ისლამის ვერცერთ ჩხუბზე აღფრთოვანებული ვეღარ იქნები. - განაცხადა ჩელ სონენმა

ამ ეტაპზე ისლამ მახაჩევი ბრძოლა ჩანიშნული არ აქვს. როგორც ცნობილია მას ხელის ტრავმა აწუხებს და დროებით სპორტისგან პაუზა აიღო.

სხვა სტატიები