ენტონი ჯოშუამ ჯეიკ პოლი დაანოკაუტა
მძიმე წონის ორგზის ჩემპიონმა, ენტონი ჯოშუამ, 'იუთუბერი' ჯეიკ პოლი გაანადგურა. ჯოშუამ 3-ჯერ გაუშვა მოწინააღმდეგე ნოკდაუნში, მეექვსე რაუნდში კი პოლმა შეტევებს ვეღარ გაუძლო და უმძიმესი მარჯვენას ყბაში მიღების შემდეგ დანოკაუტდა.
ჯეიკ პოლი 28 წლისაა და კრივის კარიერა სულ რაღაც 5 წლის წინ დაიწყო. ის ცნობილია ეპატაჟურობითა და არაორდინალური ბრძოლების მოწყობით. მაგალითად, 2024 წელს პოლი მაიკ ტაისონს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამის შემდეგ დაორგანიზდა ჯერვონტა დეივისთან ბრძოლაც, 'ტანკი' პოლზე 20 კილოგრამით მსუბუქი და 15 სანტიმეტრით დაბალია - ბრძოლა ჯერვონტას გამო ჩაიშალა, მას პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა.
დეივისთან ჩაგდებული დაპირისპირების სანაცვლოდ, ჯეიკ პოლმა სწრაფადვე იპოვა ახალი გამოწვევა, თუმცა ჯოშუასგან მხოლოდ მოტეხილი ყბა შერჩა (თუ არ ჩავთვლით უზარმაზარ შემოსავალს, რომელიც ასეთ ბრძოლებს მოაქვს).
Anthony Joshua ROCKED Jake Paul 😳 pic.twitter.com/nAbvcXmRp6
— Bleacher Report (@BleacherReport) December 20, 2025
ბრძოლის შემდეგ, ჯეიკ პოლმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აღნიშნავს, რომ ყბის ორმაგი მოტეხილობა აქვს, თუმცა 10 დღეში კანელო ალვარესის მიღება შეუძლია (ხუმრობით).
Double broken jaw. Give me Canelo in 10 days. pic.twitter.com/8R8NK4OeUv
— Jake Paul (@jakepaul) December 20, 2025