დანია ხელბურთში ევროპის ჩემპიონია!
ხელბურთში მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანიამ, თავისი თასების მრავალფეროვან კაბინეტს, ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი ტიტული დაამატა. 2008, 2012 და ახლა 2026: დანია მესამედ გახდა მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონისა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონისთვის 14-წლიანი ლოდინი ამით დასრულდა. დანიამ გერმანია 34:27 დაამარცხა.
საუკეთესო ბომბარდირის, სიმონ პიტლიკის რვა გოლის წყალობით და დამაჯერებელი თამაშით, დანიელებმა ჰერნინგში, საკუთარ მოედანზე გაიმარჯვეს.
დანიას გერმანიასთან 2016 წლის შემდეგ არ წაუგია, მათ შორის პარიზში, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მატჩში (39:26), გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (40:30) და ამ კვირის დასაწყისში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე (31:26). აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანია ევროპის ჩემპიონობის შემდეგ (2016) ფინალში პირველად გავიდა.
მესამე ადგილისთვის მატჩი ხორვატიამ ისლანდიას მოუგო (34:33) და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
🇩🇰 𝗘𝗨𝗥𝗢𝗣𝗔𝗦 𝗞𝗢𝗡𝗚𝗘𝗥 🏆👑
— EHF EURO (@EHFEURO) February 1, 2026
DENMARK ARE YOUR NEW #ehfeuro2026 CHAMPIONS! 😍 #puregreatness #handball pic.twitter.com/emJHzJjufc