Belive

"ბერნაბეუზე ბრძოლა ჩემი ოცნებაა" - ილია თოფურია

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას თავისი კარიერის ბოლო ბრძოლის 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ჩატარება სურს. ილიას თქმით, ამ ისტორიულ სტადიონზე შეხვედრის გამართვა მისი ოცნებაა.

ბერნაბეუზე ბრძოლა ჩემი ოცნებაა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთში ვიჩხუბე და მინდა ჩემი ბოლო ბრძოლა ბერნაბეუზე გავმართო. მარიაჩის ფონზე გამოსვლა, როდესაც მთელი სტადიონი იმღებს, სრული სიგიჟე იქნება. - ამბობს ილია თოფურია

ილია თოფურიას წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის, რომელიც ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ იქნება. ისინი მსუბუქი წონის ქამრისთვის შეერკინებიან. ღონისძიება 15 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები