Belive

"არავინ მინახავს ასე მალე სუპერვარსკვლავი გამხდარიყო" - ო'მალი ცარუკიანზე

1 საათის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალი არმან ცარუკიანით აღფრთოვანებულია. "შუგა" თვლის, რომ ცარუკიანი მალე სპორტის ლეგენდა გახდება. ო'მალი განცვიფრებულია როგორ ახერხებს UFC-ს გარეთ ვარსკვლავური იმიჯის შექმნას.

არმანი ნამდვილი განგსტერია. ის ნელ-ნელა ლეგენდა ხდება. არასდროს მიანახავს ვინმე UFC-ს გარეთ ასპარეზობით, ასე მალე სუპერვარსკვლავი გამხდარიყო. მას ჩხუბი უნდა, მაგრამ ბრძოლას ვერ იღებს. სამაგიეროდ, ორგანიზაციის გარეთ ცდილობს მემკვიდრეობის შექმნას და საყურებლად ძალიან კარგია. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი 1 წელზე მეტს UFC-ში ბრძოლას ვერ იღებდა. ბოლოს დენ ჰუკერს შეხვდა და გაიმარჯვა კიდეც. არმანი დიდი ხანია მსუბუქი წონის პირველი ნომერია, მაგრამ საჩემპიონო ჩხუბს მაინც ვერ იღებს.

სხვა სტატიები