"ახლა პრატესის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესია" - ისლამ მახაჩევი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა პოტენციური მეტოქეების შესახებ ისაუბრა. ისლამი ოპონენტების სიმწირეს ნამდვილად არ უჩივის. მას ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი აქვს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჯერ არავინ დაკავშირებია.
ჯერ UFC-ს ჩემი მომავალი ბრძოლის შესახებ არაფერი უთქვამს. ბევრი ჭორი ვრცელდება, რომ გარის უნდა შევხვდე, მაგრამ ჯერ არავისთან მისაუბრია. დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა ვინაა ნამდვილი კანდიდატი. 3-4 შესაძლო ბრძოლა მაქვს. კამარუ უსმანი შორსა არაა, იან გარი, მორალესი, პრატესი. ამ ოთხს დამატებული შავკატ რახმანოვი - აქედან ყველა ელოდება სატიტულო ჩხუბს. ახლა პრატესის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესია. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
ისლამი მზადების პროცესში უკვე ჩართულია და სოციალური ქსელის საშუალებით ივლისში დაბრუნების მზაობაც გამოთქვა.
განახლებული რეიტინგის შემდეგ, ჩემპიონთან ყველაზე ახლოს იან გარია. მეორე ადგილს კი პრატესი იკავებს.