Belive

ტორონტომ მემფისი დაამარცხა | სანდროს შედეგიანი მატჩი ჰქონდა

2 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა მემფის გრიზლისი 128:96 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 20:55 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ჯიჯი ჯექსონმა ჩააგდო, 25 ქულა ჰქონდა ერ ჯეი ბარეტს.

ტორონტო რეპტორსი 43 მოგებით და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 5 აპრილს, ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები