შაი გილჯეს-ალექსანდერი ატლეტიკო მადრიდის ერთ-ერთი აქციონერი გახდა
NBA-ს სუპერვასკვლავი, კალათბურთელი შაი გილჯეს-ალექსანდერი ატლეტიკო მადრიდის ერთ-ერთი აქციონერი გახდა. 28 წლის სპორტსმენმა გადაწყვიტა, რომ ესპანურ კლუბში ინვესტიცია განეხორციელებინა და კლუბს აქციონერის რანგში შეუერთდა.
კალათბურთელი იზიარებს ატლეტიკო მადრიდის ღირებულებებს, როგორიცაა ამბიცია, სრულყოფილებისკენ სწრაფვა და რწმენა, რომ ნებისმიერი მიღწევა მძიმე შრომით უნდა მოიპოვო. შაიმ განაცხადა:
მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად ვუერთდები ატლეტიკო მადრიდის აქციონერთა ჯგუფს. ეს არის კლუბი, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ხანგრძლივი ისტორია აქვს და ვაფასებ შესაძლებლობას, ვიყო მისი მომავლის ნაწილი. - შაი გილჯეს-ალექსანდერი - ოკლაჰომა სითი თანდერის კალათბურთელი
Shai Gilgeous-Alexander apuesta por el Atlético de Madrid y se incorpora como inversor de nuestro club ❤️🤍 🎙️ "Estoy emocionado de unirme oficialmente al grupo de accionistas del Atlético de Madrid. Este es un club con una larga trayectoria en lo más alto del fútbol europeo, y agradezco la oportunidad de formar parte de su futuro", ha declarado el ganador de dos premios MVP consecutivos y campeón de la NBA. ➡️ https://t.co/D8LOoYyxjv
— Atlético de Madrid (@Atleti) October 8, 2026
კანადელი კალათბურთელი NBA-ს ჩემპიონი ერთხელ 2025 წელს გახდა, ზედიზედ 2-ჯერ 2025-სა და 2026 წლებში კი NBA-ს წლის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.