Belive

საქართველო მეთექვსმეტეა - ევრობასკეტის მთავარი ფავორიტები ფიბას ვერსიით

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღე რჩება. ფიბამ ტურნირის ე.წ  Power Rankings კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა.

განახლებულ რეიტინგში ტურნირის მთავარი ფავორიტი კვლავ სერბეთის ნაკრებია, მეორე გერმანიაა, მესამე კი - საფრანგეთი.

მე-16 ადგილს იკავებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ჩვენი გუნდი წინა რეიტინგთან შედარებით, 1 პოზიციით დაქვეითდა, რის მიზეზადაც ფიბა ყველა ამხანაგურ მატჩში მარცხს ასახელებს.

საქართველო ევრობასკეტის C ჯგუფში საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ბოსნიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ჯიკიჩის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

  • ჩვენი ჯგუფიდან Power Ranking-ში ყველაზე მაღალ, მე-6 პოზიციას, იტალია იკავებს. საბერძნეთი მერვეა, ესპანეთი - მე-11, ბოსნია - მე-18, კვიპროსი კი - 24-ე.

სხვა სტატიები