Belive

სანდრო მამუკელაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა | ტორონტოს მოგება 4 წაგების შემდეგ

8 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო მატჩში მაიამი ჰიტმა ტორონტო რეპტორსი მიიღო და 96:106 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კანადელებს უკანასკნელი 7 მატჩიდან 6 წაგება ჰქონდათ და აქედან ზედიზედ 4 მიყოლებით.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროში 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 9-დან 4 სროლა ჩააგდო (4-დან 2 ორქულიანი/5-დან 2 სამქულიანი). საჯარიმო ხაზზე ერთხელ დადგა და ზუსტი აღმოჩნდა.

ტორონტო რეპტორსს ბრენდონ ინგრამმა ულიდერა - 28 ქულით, 5 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით.

27 ჩატარებული თამაშის შემდეგ ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა (16 მოგება/11 მარცხი), მამუკალაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები