სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში ბოსტონი ინდიანას დაუპირისპირდა და 122:104 გაიმარჯვა.
სანდრო მამუკელაშვილმა ბოსტონის მაისურით მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა - პარკეტზე გატარებულ 21:39 წუთში მამუმ 17 ქულის, 4 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
კანადური ფრენჩაიზი 32 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. ტორონტო რეპტორსი მომდევნო მატჩს 12 თებერვალს, დეტროიტის წინააღმდეგ გამართავს.