სან ანტონიო სპურსი კონფერენციის ფინალშია
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის 1/2-ფინალური ეტაპის მე-6 შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა მინესოტა ტიმბერვულვზი 139:109 დაამარცხა და სერია დახურა - 4:2.
მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა და საუკეთესო იყო სტეფონ კასტლი - 32 ქულა, 11 მოხსნა. 24 ქულა მიითვალა ენტონი ედვარდსმა, ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე კი 19 ქულა იყო.
სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციის ფინალში ოკლაჰომა სითი თანდერს შეხვდება, მათ შორის პირველი დაპირისპირება 19 მაისს შედგება.
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2-ფინალის მე-6 შეხვედრაში დეტროიტ პისტონსმა კლივლენდ კავალიერსი 115:94 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
მატჩში 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს ჰარდენი, 21 ქულა კი კეიდ კანინგემს ჰქონდა.
გუნდებს შორის სერიის ბოლო დაპირისპირება 18 მაისს გაიმართება.