ორლანდომ იუტა დაამარცხა | გოგა ბითაძეს არ უთამაშია
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა იუტა ჯაზი 120:117 დაამარცხა.
შეხვედრაში არ უთამაშია გოგა ბითაძეს, ის სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მას სათამაშო დრო საერთოდ არ მისცემია.
მატჩში 27 ქულით საუკეთესო იყო ლაური მარკანენი, 23 ქულა ჩააგდო პაოლო ბანკერომ, ხოლო თანაბრად 22-22 ქულა მიითვალეს დესმონდ ბეინმა და ჯარენ ჯექსონმა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 27 მოგებით და 24 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 თებერვალს, მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.