Belive

ორლანდომ დალასი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 12 წუთი ითამაშა

2 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა დალას მავერიქსი 138:127 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მატჩში 12:09 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 2 საჯარიმო) 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 51 ქულა კუპერ ფლეგმა ჩააგდო (9-დან 6 სამქულიანი, 21-დან 13 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), ის ამ მაჩვენებლით NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, ვინც 50+ ქულა ჩააგდო, ახალგაზრდა ვარსკვლავი 19 წლისაა. 28 ქულა ვენდელ კარტერმა მიითვალა, ხოლო 27 დესმონდ ბეინმა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებით და 36 მარცხით მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 აპრილს, ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები