Belive

ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლებით ოსკარ რობერტსონს გადაასწრო

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში დენვერ ნაგეთსმა ჩიკაგო ბულსი 136:120 დაამარცხა.

მატჩი გამორჩეული იყო სერბი სუპერვარსკვლავის თამაშით, ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და ისტორია გადაწერა, მან 33:24 წუთში 22 ქულა, 14 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა.

30 წლის სერბმა კარიერის განმავლობაში რეგულარულ სეზონში 182-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა, რითაც ოსკარ რობერტსონს გადაასწრო და წინ მხოლოდ რასელ ვესტბრუკი ჰყავს, რასს 25-ით მეტი სამმაგი აქვს.

რაც შეეხება სხვა კალათბურთელებს, დენვერელები ჩიკაგოსთან სრულად დომინირებდნენ, ყველაზე მეტი ქულა ჯამალ მარიმ ჩააგდო და ორმაგი დუბლიც გაიფორმა - 28 ქულა, 11 ასისტი, 23 ქულით ტიმ ჰარდევეი გამოირჩა, ხოლო 22 ქულა მიითვალა ნიკოლა იოკიჩმა.

დენვერ ნაგეთსი დასავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 19 მარცხით მე-3 პოზიციაზეა. მათი მომდევნო მეტოქე კლივლენდ კავალიერსი იქნება, მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.