მათე ხატიაშვილმა ლიგა ენდესაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტური გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო იმით, რომ ბასკონიას წევრმა, მათე ხატიაშვილმა, ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა. 22 მარტს, ჟირონასთან შეხვედრაში, ბასკონიას პირველი გუნდის შემადგენლობაში, ჩვენი ნაკრების გამთამაშებელმა 2 წუთი მიიღო.
ქართველის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჟირონა 94:81 დაამარცხა. ხატიაშვილმა მეტოქეს ჯარიმა მიაღებინა და მატჩი ორი ქულით დაასრულა – ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატში, 15 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ესპანური გუნდი, მომდევნო მატჩს 25 მარტს ევროლიგაზე, სერბული ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ გამართავს.
Mate Khatiashvili debuta en ACB 🔥
— Kosner Baskonia (@Baskonia) March 22, 2026
Primeros puntos… y primera victoria en el Buesa 🏟️
Menudo estreno💥 pic.twitter.com/OVhhXOfDmA