Belive

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი | ტორონტომ ჩიკაგოს მოუგო

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 123:107 დაამარცხა.

მატჩში 23 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 6-დან 4 სამქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტოს 33 ქულით, 6 მოხსნით, 6 პასითა და 1 დაფარებით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, ბულსის რიგებში კი 22 ქულით, 3 ასისტით, 2 მოხსნითა და 1 დაფარებით ანფერნი საიმონსი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 31 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 8 თებერვალს, ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები