Belive

ლებრონისთვის შესაძლოა ბოლო პლეი-ოფი იყო | ოკლაჰომა კონფერენციის ფინალშია

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ოკლაჰომა სითი თანდერმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი მეოთხე შეხვედრაშიც დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა. ამჯერად ოკლაჰომელებმა მეტოქეს 115:110 სძლიეს და სერიაში მშრალი ანგარიში დააფიქსირეს - 4:0.

მატჩში 35 ქულით საუკეთესო იყო შაი გილჯეს-ალექსანდერი, 28 ქულა ჩააგდო ეიჯეი მიტჩელმა, ლეიკერსიდან კი 27 ქულით ოსტინ რივზი გამოირჩა, 25 ქულა ჰქონდა რუი ჰაჩიმურას და ორმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა - 24 ქულა, 12 მოხსნა.

ოკლაჰომა სითი თანდერი დასავლეთ კონფერენციის ფინალში მინესოტა ტიმბერვულვზისა და სან ანტონიოს წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება, იქ ჯერ სერიაში ანგარიში 2-2-ია.

აღმოსავლეთ კონფერენციაში კი დაძაბული სერია მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს კლივლენდ კავალიერსი და დეტროიტ პისტონსი უპირისპირდებიან, დღეს გამარჯვება კავსს დარჩა, მათ მეტოქე 112:103 დაამარცხეს, ამ გამარჯვებით კლივლენდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2).

შეხვედრაში 43 ქულით საუკეთესო იყო დონოვან მიტჩელი, ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 24 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 24 ქულა ჰქონდა დეტროიტიდან საუკეთესო მექულეს კარის ლევერტს, კეიდ კანინგემმა კი 19 ქულა ჩააგდო.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები