კავაი ლეონარდი ALL STAR-ზე მონაწილეობას მიიღებს
ლოს ანჯელეს კლიპერსის სუპერვარსკლავი კავაი ლეონარდი NBA-ს ყველა ვარსკვლავის (ALL STAR) მატჩში მონაწილეობას მიიღებს. კავაის გამოკითხვის შედეგად არასაკმარისი ხმები დაუფიქსირდა, მაგრამ გადაწყვეტილება NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა მიიღო და 34 წლის კალათბურთელი მომავალი თამაშისთვის თავად შეარჩია.
კავაი ლეონარდი ამერიკის შეერთებული შტატების მოთამაშეთა სიას შეუერთდება და კარიერაში მე-7 ყველა ვარსკვლავის მატჩში იასპარეზებს. ასევე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრის მასპინძელი ლოს ანჯელესური გუნდის, კერძოდ კი კლიპერსის არენა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის (All-Star) ღონისძიებები 13 თებერვალს დაიწყება, 14 თებერვალს შეჯიბრებები გაიმართება, ხოლო 15-ში მთავარი მატჩი.
LA Clippers forward Kawhi Leonard has been named by NBA Commissioner Adam Silver as an addition to the U.S. player pool for the 2026 NBA All-Star Game. pic.twitter.com/DBjfA70Mf2
— NBA Communications (@NBAPR) February 3, 2026