Belive

გიორგი შერმადინის მორიგი რეკორდი ტენერიფეს რიგებში

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ტენერიფე სან პაბლო ბურგოსთან 88:96 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა 25:37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს მატჩი ქართველისთვის გამორჩეული იყო იმით, რომ ტენერიფეს რიგებში 1205 მოხსნა დააგროვა, რაც ისტორიულია. ქართველზე მეტი მოხსნა ტენერიფეს ისტორიაში არავის ჰქონია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა უესლი ვან ბეკს ჰქონდა, 24 ქულა ჩააგდო გონსალო კორბალანმა.

ტენერიფეს ACB ლიგის ცხრილში 22 ქულა აქვს (11 მოგება, 8 მარცხი) და მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს, მათი მეტოქე ნიმბურკი იქნება და მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.