Belive

ფილადელფიას შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსის დებიუტი შედგა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პრე-სეზონის შეხვედრაში ფილადელფია ბრუკლინ ნეტსთან სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:114 დამარცხდა.

სიქსერსის რიგებში ლებრონ ჯეიმსის დებიუტი შედგა, რომელმაც 18 წუთში 10 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 41 წლის სუპერვარსკვლავმა 1-დან 1 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ფილადელფიას 18 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით ჯეილენ ბრაუნმა ულიდერა.

24 წუთამდე ითამაშა ჯოელ ემბიდმა, რა დროშიც 6 ქულას, 3 მოხსნას, 3 ასისტს, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

სიქსერსი პრე-სეზონის მომავალ მატჩს კვირას, 11 ოქტომბერს, ბოსტონ სელტიქსთან სტუმრად გამართავს.