Belive

ევროლიგა | თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ჟალგირისთან

14 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ჟალგირისი ევროლიგის 35-ე ტურის მატჩში ბარსელონას დაუპირისპირდა და 83:71 გაიმარჯვა.

კატალონიური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 25:39 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულის, 4 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ჟალგირისს სილვაინ ფრანსისკომ ულიდერა, რომელმაც ბარსელონას წინააღმდეგ მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა - აღსანიშნავია, რომ ფრანსისკომ ყველა (14 ქულა) ბოლო მეოთხედის 8 წუთში ჩააგდო.

ბარსელონა 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. კლუბი მომდევნო მატჩს პანათინაიკოსის წინააღმდეგ, 7 აპრილს გამართავს.

სხვა სტატიები