დიდი ალბათობით, ლებრონ ჯეიმსი სეზონის ბოლოს ლეიკერსს დატოვებს
ლებრონ ჯეიმსი სეზონის ბოლოს ლოს ანჯელესური გუნდის დატოვებისთვის მზადაა, თავის მხრივ ლეიკერსსაც სხვა გეგმები აქვს, ინფორმაციას NBA-ს ინსაიდერი ჯეიკ ფიშერი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლეიკერსი ოსტინ რივზთან ახალი, საკმაოდ მსუყე კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, მათ ჰყავთ სლოვენიელი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი, ამიტომ ლოს ანჯელესური გუნდის გეგმები ნათელია, მათ გუნდის აწყობა აღნიშნულ ორ მოთამაშეზე სურთ.
ჯეიკ ფიშერმა ცნობილი სპორტულ გამოცემის Bleacher Report-ის პირდაპირ ეთერში ასეთი რამ თქვა:
ლეიკერსი მზადაა ლებრონ ჯეიმსთან დამშვიდობებისთვის და ვფიქრობ, რომ თავის მხრივ ლებრონ ჯეიმსიც მზადაა ლეიკერსიდან წასასვლელად. ეს არის ერთგვარი წინასწარ განსაზღვრული განწყობა ლოს ანჯელეში ამ ზაფხულს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. - ჯეიკ ფიშერი
ვინაიდან ლეიკერსი რივზის ახალ კონტრაქტში მნიშვნელოვან თანხას გამოყოფს და დამატებით კონტრაქტებს აფორმებს, ჯეიმსის მომავალი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ის თავისუფალი აგენტი გახდება, რომლის 52.6 მილიონი დოლარი ლოს ანჯელესურ გუნდს გაუთავისუფლდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლეიკერსმა შესაძლოა 41 წლის ლეგენდასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მაგრამ ლებრონს ხელფასის შემცირება მოუწევს, ამიტომ ჯერ კიდევ უცნობია ესა თუ ის შეთავაზება დააკმაყოფილებს თუ არა ორივე მხარეს.
The Lakers and LeBron James are reportedly ready to move on from each other, per @JakeLFischer
— NBACentral (@TheDunkCentral) February 2, 2026
“definitively, the Lakers are ready to move on from LeBron James and I think LeBron James is ready to move on from the Lakers as well. That’s kind of the foregone sentiment in Los… pic.twitter.com/M2QzRDe1AN