Belive

ბითაძის ზუსტი ორქულიანები | ორლანდომ ბრუკლინი დაამარცხა

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, ორლანდო მეჯიქმა ბრუკლინ ნეტსს უმასპინძლა და 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:98 იმარჯვა.

მეჯიქის შემადგენლობაში 6 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ მატჩში 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ორლანდოს 23 ქულით, 4 პასით, 4 ჩაჭრითა და 3 მოხსნით დესმონდ ბეინმა ულიდერა, სამმაგი დუბლი გაიფორმა ჯეილენ საგსმა - 15 ქულა, 11 ასისტი, 11 მოხსნა, 4 დაფარება, 3 ჩაჭრა.

ბითაძის გუნდი, რომელიც 26 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 8 თებერვალს, იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები