ბათუმი ევროპის თასის პირველ შეხვედრაში 33 ქულით დამარცხდა
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ფიბა ევროპის თასის A ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ბათუმი გერმანულ ტრირს ესტუმრა და 33-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:59 დამარცხდა.
ქართულმა გუნდმა მეტოქეს მხოლოდ მე-4 მეოთხედში აჯობა.
ბათუმის შემადგენლობაში 18 ქულით, 8 პასით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭროთ გიორგი ოჩხიკიძე გამოირჩა. 12 ქულას, 11 მოხსნას, 2 ასისტს, 2 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი კარსონ ბეშამმა.
ტრირს 18 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით მორიც კრიმერმა ულიდერა.
ბათუმი ევროპის თასის მომავალ შეხვედრას 14 ოქტომბერს, ოპავას წინააღმდეგ შინ გამართავს.