19 წლის კუპერ ფლეგმა NBA-ის ისტორია დაწერა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში, მორიგი სუპერმატჩი გაიმართა. დალასმა შარლოტს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 121:123 დამარცხდა, თუმცა ფრენჩაიზის ამომავალმა ვარსკვლავმა, კუპერ ფლეგმა ფენომენალური შოუ დადგა.
19 წლის კუპერ ფლეგმა შეძლო და 1980 წელს, ლეგენდარული კლიფ რობინსონის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა - შორეულ წარსულში რობინსონმა 45 ქულის დაგროვება შეძლო, შარლოტთან შეხვედრაში კი კუპერ ფლეგმა 49 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
Cooper Flagg just had the most points in a game by a teenager in NBA history. pic.twitter.com/Bu8eQAECrO
— Real App (@realapp) January 30, 2026
აღსანიშნავია, რომ ეს არაა ერთადერთი რეკორდი, რომელიც მატჩში დამყარდა - დალასისა და შარლოტის ამომავალმა ვარსკვლავებმა, კუპერ ფლეგმა და კონ ნუპელმა ჯამში 83 ქულა დააგროვეს, რაც ასევე რეკორდია.
კუპერ ფლეგი და კონ ნუპელი ერთი და იგივე კოლეჯის მიერ აღზრდილი ამომავალი ვარსკვლავების პირველი წყვილია, რომელთაც ერთმანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 30+ ქულის დაგროვება შეძლეს. ფლეგმა და ნუპელმა ერთობლივად 83 ქულა დააგროვეს, რაც უკანასკნელი 50 წლის საუკეთესო შედეგია.
History was made tonight ⭐️
— NBA (@NBA) January 30, 2026
Cooper Flagg and Kon Knueppel are the first pair of opposing rookies that went to the same college to each drop 30+ points in the same game.
The two combined for 83 points... the most of any two opposing rookies in over 50 years 🤯 https://t.co/jbnHVgDSQ2 pic.twitter.com/mJwscMiFXt