Belive

ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. კატალონიურ გრანდში ხელმძღვანელის არჩევის თარიღად 15 მარტი ოფიციალურად ჩანიშნულია, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კი რეგლამენტის შესაბამისად, თანამდებობა დატოვა.

იმისთვის, რომ დირექტორთა საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს, ჟოან ლაპორტამ წესდების მიხედვით, თანამდებობა უნდა დატოვოს, რაც რიგგარეშე სხდომაზე დაადასტურა.

ლაპორტასთან ერთად, თანამდებობა ამჟამინდელი საბჭოს რამდენიმე წევრმაც დატოვა. კერძოდ, ინსტიტუციური სფეროს ვიცე-პრეზიდენტმა, ელენა ფორტმა, სოციალური სფეროს ვიცე-პრეზიდენტმა, რაფაელ ესკუდერომ და საბჭოს წევრებმა, ფერან ოლივერმა, ხოსეპ მარია ალბერტმა, ხავიერ ბარბანიმ, მიკელ კამპსმა, აურელი მასმა, ხავიერ პუჩმა და ჟოან სოლერმა.

დირექტორთა საბჭო თავისი მოვალეობების შესრულებას არსებული ვადის დასრულებამდე, რომელიც 30 ივნისს არის დაგეგმილი, ახალი კონფიგურაციით გააგრძელებს. კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანო ამჟამად შედგება პრეზიდენტის, რაფაელ იუსტესგან, ვიცე-პრეიზდენტისა და მდივნის პოზიციაზე მომუშავე ხოსეპ კუბელსისგან, ხაზინადრის თანამდებობაზე მყოფი ალფონს კასტროსგან და საბჭოს წევრებისგან: ხოსეპ იგნასი მასია, ანხელ რიუდალბასი, ჟოან სოლერი და სისკო პუხოლი.

ბარსელონა ლა ლიგაში 23 ტურის შემდეგ დაგროვებული 58 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალშია გასული.