Belive

ზედიზედ მეორედ - რაფინია ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზედიზედ მეორედ - რაფინია ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია. ბრაზილიელი ფორვარდი აგვისტოს თვის შემდეგ, სექტემბერშიც საუკეთესო გახდა. 29 წლის შემტევმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარა, მან ლა ლიგის ეგიდით სექტემბერში 4 შეხვედრა გამართა, რა დროშიც 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღნიშნული საგოლე მოქმედებები რაფინიამ ისეთი გუნდების წინააღმდეგ მიითვალა როგორებიცაა:

  • ვალენსიის წინააღმდეგ - 1 გოლი

  • ლევანტეს წინააღმდეგ - 2 საგოლე გადაცემა

  • რასინგის წინააღმდეგ - 3 გოლი

  • სევილიას წინააღმდეგ - 3 გოლი

რაფინია 12 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

გასულ თვეში როდესაც ის აგვისტოს თვის ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა 5 გოლი გაიტანა, კერძოდ პირველ მატჩში 29 წლის შემტევმა ელჩესთან დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა, მეორე შეხვედრაში კი ატლეტიკ ბილბაოსთან გოლი გაიტანა, ხოლო აგვისტოს თვე რაიო ვალეკანოსთანაც კიდევ ერთი დუბლით დაასრულა.

სხვა სტატიები